გრიგორი კარასინი კიბერშეტევაზე - დამტკიცებულია, რომ ეს მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის? - მე ძალიან მეპარება ეჭვი

დამტკიცებულია, რომ ეს მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის? - მე ძალიან მეპარება ეჭვი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე გრიგორი კარასინმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

სააგენტომ კარასინი ვენაში ჩაწერა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს.

„რუსეთს მგონი, ადანაშაულებენ ყველა სასიკვდილო ცოდვაში მანამ, სანამ რაღაც მოხდება. ყველაზე უკეთესი იქნება, რომ მოხდეს ციფრებითა და ფაქტებით აპელირება. დამტკიცებულია, რომ მთელი ეს ბოროტება რუსეთიდან მოდის? მე ძალიან მეპარება ეჭვი. უკვე გარკვეული პოლიტიკური წრეების ჩვევად იქცა, რომ როცა რაღაც ხდება, მაშინვე ანტირუსული სენტიმენტები იწყება. არ ვარ მზად ჩავუღრმავდე ამ საკითხს. ფაქტები უნდა შევამოწმოთ. როცა არსებობს რაიმე ფაქტები და მტკიცებულებები, რომელიც ამას ადატურებს, მაშინ შეგვიძლია სერიოზულად ვილაპარაკოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი პროპაგანდაა. დღეს ჩვენ ვმსჯელობდით რეგიონალურ კონფლიქტებზე და იმის ნაცვლად, რომ დიალოგი და კონტაქტები მოვაგვაროთ, გავამყაროთ ნდობა, ადამიანები დაკავებულნი არიან პოლიტიკური პროპაგანდით და ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებენ. ამას არსად მივყავართ, საჭიროა დიალოგი, ურთიერთპატივიცემა. ასეთივე მიდგომა უნდა იყოს კიბერშეტევების თემაზეც“, - განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

იხილეთ ვიდეო: დამტკიცებულია, რომ ეს მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის? - მე ძალიან მეპარება ეჭვი - კარასინი კიბერშეტევაზე საუბრობს

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია