ვაჟა გაფრინდაშვილი - მე არ მინდა, რომ ჩემი თაობის დროს დაკარგული ტერიტორია ჩემს შვილებს დარჩეთ დასაბრუნებელი

მე არ მინდა, რომ ჩემი თაობის დროს დაკარგული ტერიტორია ჩემს შვილებს დარჩეთ დასაბრუნებელი, - ამის შესახებ „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე მისულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, რომლებიც ყველას ერთად გვაქვს დასაბრუნებელი.

„დღევანდელი დისკუსია ბატონ ოლეგ სენცოვთან ჩემთვის პატივია იმიტომ, რომ შედარება არ არის ჩემი მდგომარეობის მის მდგომარეობასთან. 5 წელი რუსეთის კოლონიებში ყოფნა თვენახევართან შედარებით წარმოუდგენელია, მითუმეტეს მე მაინც ასე თუ ისე, ოს ხალხთან ერთად ტყვეობის ქვეშ ვიყავი.

თუ მიაქციეთ გუშინდელ „ეხო კავკაზაში“ იყო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სხდომაზე ე.წ. იუსტიციის მინისტრის საკითხის განხილვა დროებითი დაკავების იზოლატორის შესახებ. პრინციპში, რაც მე ვილაპარაკე, ეტყობა იმანაც იმოქმედა და უკვე იქ მიდის ლაპარაკი, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორი, სადაც ხვდება ყველა ჩვენი მოქალაქე ე.წ. საზღვრის დარღვევაზე, იქ შეიცვალოს პირობები. თუ ჩემს ამ ქმედებას თუნდაც ერთი ამ პატარა საკითხის გამოსწორება მოჰყვება, ესეც უკვე კარგია. ალბათ, ეს დისკუსია არ უნდა იყოს ერთჯერადი“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2019 წლის 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან 2019 წლის 28 დეკემბერს გათავისუფლდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა