ელჩი - ნორვეგია იზიარებს შეშფოთებას საქართველოში განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო

ნორვეგია იზიარებს შეშფოთებას საქართველოში განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენმა განაცხადა.

ელჩის განმარტებით, ამ მიმართულებით საკმაოდ ცხადი იყო ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც, რომელმაც ყველას შეახსენა, რომ საერთაშორისო მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია საერთაშორისო ნორმების დაცვა.

„ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ინე მარი ერიქსენ სორეიდე ასევე ძალიან ცხადი იყო ამ მიმართულებით, მან გააკეთა განცხადება და შეახსენა ყველას, რომ საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნებისა და სტაბილურობისთვის კიბერ სივრცეში, ყველამ პატივი უნდა სცეს პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ქცევის ნორმებს, პრინციპებსა და კანონებს“,- განაცხადა ნორვეგიის სამეფოს ელჩმა ჰელენა სანდ ანდრესენმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს