ნათია თურნავა ტორონტოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტორონტოს უნივერსიტეტის მუნკის სახელობის გლობალური ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს შესახებ კვლევაზე მუშაობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სხვადასხვა უწყებების მიერ განხორციელებულ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს. მათ შორის, მინისტრმა უცხოელ სტუდენტებს გააცნო ისეთი პროგრამები, როგორიცაა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს,“ სტარტაპების განვითარებისა და „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე გრანტების პროგრამები, ასევე პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის,“ რომელიც უშუალოდ გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ნათია თურნავამ სტუდენტებთან ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე, ტურიზმისა და საკურორტო ზონების განვითარებაზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებაზე, საქართველოს, როგორც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის როლზე, ენერგეტიკული სექტორის განვითარებასა და სხვა.

ტორონტოს უნივერსიტეტის მუნკის სახელობის გლობალური ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს