კარლ ჰარცელი - ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები შეშფოთებულნი არიან იმ მავნე ქცევის გამო, რაც კიბერსივრცეში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უგულებელყოფს

დღეს, ევროკავშირის სახელით გამოქვეყნდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადება, რომლის თანახმად, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გმობენ კიბერშეტევას და გააგრძელებენ საქართველოს დახმარებას კიბერმედეგობის განმტკიცების საქმეში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირი გმობს 2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებულ მიზანმიმართულ კიბერშეტევას და გამოთქვამს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მზადყოფნას, გააგრძელონ დახმარება საქართველოს კიბერმედეგობის გასაზრდელად.

"კიბერსივრცე ყველას მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა სერიოზულ და მზარდ გამოწვევებსაც გვიქმნის. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები შეშფოთებულნი არიან იმ მავნე ქცევის გამო, რაც კიბერსივრცეში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უგულებელყოფს. მსოფლიოში მზარდი კიბერსაფრთხეების გათვალისწინებით, ამ ახალ რეალობასთან უკეთ გასამკლავებლად ევროკავშირმა ბევრი ინსტრუმენტი შეიმუშავა, რომელიც ჩვენს პარტნიორებსაც მოუტანს სარგებელს”,- განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელის თქმით, "კიბერშეტევის კონკრეტული აქტორისთვის მიკუთვნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუვერენული გადაწყვეტილებაა" და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ ამ საკითხთან დაკავშირებული განცხადება უკვე გააკეთა.

"ევროკავშირი ეხმარება საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენი ახალი პროგრამა უსაფრთხოებისა და ეფექტიანი მმართველობის სფეროში (SAFE) ყურადღებას ამახვილებს ჰიბრიდულ და სხვა მზარდ გამოწვევებზე. ამ პროგრამის საშუალებით გვსურს გავაძლიეროთ საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები და გავზარდოთ მედეგობა კიბერდანაშაულის და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიმართული თავდასხმების წინააღმდეგ. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ამ გლობალურ ბრძოლაში საქართველოს გვერდში უდგანან”,- განაცხადა ელჩმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია