სოსო გოგაშვილი მარიამ კუბლაშვილის დაკითხვას ითხოვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ ის საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

„01:34:00-დან უყურეთ ამ ინტერვიუს. მემგონი ძალოვანი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ ადვოკატის სკანდალური განცხადებით და დაკითხონ იგი ტერორისტული აქტის მომზადებაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში“,-წერს სოსო გოგაშვილი და ერთ-ერთი გადაცემის ეთერში მარიამ კუბლაშვილის ინტერვიუს აზიარებს.

რაც შეეხება მარიამ კუბლაშვილის ინტერვიუს იმ ფრაგმენტს, რომელზეც სოსო გოგაშვილი მიუთითებს.

მარიამ კუბლაშვილი გადაცემაში პანკისის ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის შესახებ საუბრობს და განმარტებებს აკეთებს, თუ რატომ ახსენებს ერთი და იგივე ადამიანის სახელს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

„რატომ ახსენებს ერთი და იგივე ადამიანის გვარს აკვიატებულად მალხაზი და სწორედ მის მიმართ გააჩნია აგრესია, ესეც მაშფოთებს, სიმართლე გითხრათ.

ის, არც იცნობს, არც უნახავს თვალით და ჩემი თანდასწრებით, მე ვიყავი, მალხაზი იყო, ერთ-ერთმა ადამიანმა პირდაპირ აჩვენა და უთხრა, რომ ეს ადამიანი არის შენი შვილის მკვლელი და ამან დაგეგმა ყველაფერი, აქედან გაჩნდა , ფოტოც არ მქონდა საერთოდ ამ ადამიანის ნანახი. ეს პიროვნება (გოგაშვილი) მაშინ იყო მოადგილე. მაშინ მოადგილის გარდა ამ სპეცოპერაციის დამგეგმავი მინისტრიც იყო, უფროსიც იყო, დირექტორიც იყო, მისი მოადგილეც იყო. ძალიან ცნობილი ფიგურაა ეს ადამიანი, ძალიან მებრძვის, იცის, რომ ამ ყველაფრის მოწმე ვარ. მე ვარ თვითმხილველი იმ ფაქტის, როცა გვაჩვენეს ეს ფოტო და მე მაშინ ვნახე პირველად, ვინ არის გოგაშვილი, გვარიც არ ვიცოდი სიმართლე გითხრათ", - ამბობს კუბლაშვილი.

მისივე თქმით, მას შეუძლია აღნიშნული დაადასტუროს.

"მე შემიძლია ნებისმიერ ჩვენებაზე მოვაწერო ხელი და დავადასტურო ეს ფაქტი, ასევე მორალურად დავიფიცო და საერთოდ ყველაფერი გავაკეთო. ამ ადამიანმა მე თვითონაც მაჩვენა და მე გამიკვირდა, მე თვითონაც ძიებაში ვიყავი. ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ, თუმცა იცის, მებრძვის და თვითონვე წერს თავის სტატუსებშივე, ძალიან კარგად ეცნობა ჩემი განცხადება. ასე დააჯერეს და რა ინფორმაციებს აწვდიან, აღარ მეუბნება, შეიძლება უარეს ინფორმაციებსაც აწვდიან და მტკიცებით ფორმაში ეუბნებიან იმიტომ, რომ იქ არის ხუთი თანამდებობის პირი. ხუთი თანამდებობის პირიდან ხუთივე გამოდის ხო სამიზნე ? მერე არის სპეციალური რაზმის სამსახური, სპეცრაზმელი ცალკე და სპეციალური რაზმის სამსახური ცალკე. ის მესამე პირი კიდევ, ვინც ოთახში იმყოფებოდა. ესე იგი შვიდი კაცი ხდება უცბად. სამიზნე იზრდება და რატომ მაინც და მაინც ერთი ადამიანი. მე ამას, რომ ვამბობ მაგ შემთხვევაში ყველაზე ადვილია ხოლმე ჩემზე თავდასხმა, რომ ეს აგენტია აუცილებლად იმ პიროვნების, რომელსაც არც კი ვიცნობ და თვალით არ მინახავს“,-აცხადებს კუბლაშვილი.

როგორც კუბლაშვილი ყვება, მისი ვერსიით, სპეცრაზმელს, რომელმაც ესროლა თემირლან მაჩალიკაშილს „შეეშალა“, ხოლო გარკვეულ ჯგუფს, სურს, რომ საკითხის დამძიმების მიზნით, მალხაზ მაჩალიკაშვილს „ჩააწვეთოს“ და საქმეს პოლიტიკური ელფერი შესძინოს.

„საიდან მოვიდა ეს ვერსია მე არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური ვერსიაა სიტუაციის დამძიმებისთვის. ადამიანია ბოლოს და ბოლოს ეს სპეცრაზმელი, ვისაც შეეშალა, ეს არის ჩემი ვერსია, რისაც ძალიან მჯერა კი არა დარწმუნებული ვარ, შეეშალა ადამიანია და ესროლა. ის საფრთხე ასე აღიქვა. რატომ მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ვერსიაა ვიღაცის მიერ ჩაწვეთებული? იმიტომ, რომ მათ არ აწყობთ მსუბუქი ვერსიები, უნდათ, რომ მძიმე იყოს, მალხაზი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდეს. იყო ხოლმე გირგვლიანთან შედარებები. ეს არის პოლიტიკური ყველაფერი, მერე მიდიან, ვითომ გააჩნიათ რაღაცა წყაროები, ვითომ ფაქტებს ცნობენ, ვითომ ახლობლები ჰყავთ სპეცსამსახურებში და გამოაქვთ იქიდან ინფორმაცია. შვილმკვდარ მამას, რომელიც ქუჩაში დგას და გადასულია საერთოდ ჭკუიდან ასეთ ინფორმაციებს რომ აწვდი შენ მტკიცებით ფორმაში, არის თუ არა რაღაცისკენ ბიძგება? ეს ადამიანები მე უნდა ვამხილო, ვიცნობ ყველას და ვიცი ყველაფერი და დადგება ამ ყველაფრის დრო. მე ჯერჯერობით კიდევ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ“,-აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილს გარკვეული ადამიანები ინფორმაციებს აწვდიან, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის მისი შვილის მკვლელი.

„ყველა ის ადამიანი, ვინც აქეზებს და ვითომდა სარწმუნო ინფორმაციებს აწვდის, რომ აი შენი შვილის მკვლელი ეს არის, ეს სახელი და გვარია, ვიღაცამ კონვერტიც მიართვა, როგორც თავად ამბობს, ერთხელ ხელისუფლებიდან იქნა ეს კონვერტი გაგზავნილი, რომ შური ეძია მას“,-აცხადებს ადვოკატი.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს