დიმიტრი ხუნდაძე - არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას

არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას, - ამის შესახებ მცხეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორ წლისთავთან დაკავშირებით, წილკანში იმყოფებოდა.

ხუნდაძე პრემიერ-მინისტრთან, მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ახალი სკვერისა და სტადიონის გახსნას დაესწრო.

„მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ წილკანში.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს