ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 23-29 თებერვალს შეიცვლება საგზაო მოძრაობა შემდეგ ქუჩებსა და მიმართულებებზე:

ჭავჭავაძის გამზირიდან კავსაძის ქუჩაზე აიკრძალება მოძრაობა;

ავალიშვილის ქუჩაზე მოძრაობა რჩება ორმხრივი, საიდანაც ამომსვლელ ნაკადს ჭავჭავაძის გამზირის და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით შეეძლება ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა.

თაქთაქიშვილის ქუჩიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება მხოლოდ მარჯვენა მიმართულებით.

არაყიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შეიძლება გაგრძელდეს, როგორც რამიშვილის ქუჩის მიმართულებით ცალმხრივად, ასევე ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.

დედაქალაქის მერიის ცნობით, დროებით შეიცვლება ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პერიოდში უკვე დაკორექტირებული ავტობუსების N21,51,61,85 და მიკროავტობუსის N170 მარშრუტები, რომლებიც ფალიაშვილის ქუჩაზე ხვდებოდნენ კავსაძის ქუჩიდან. 23 თებერვლის 12:00 საათიდან კი, აღნიშნული მარშრუტები ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით, ხოლო ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს, ნაცვლად თაქთაქიშვილის ქუჩისა, დაუკავშირდებიან არაყიშვილის ქუჩით.

ავტობუსის N66 მარშრუტი, რომელიც მირცხულავას და ფალიაშვილის ქუჩების გავლით ირაკლი აბაშიძის ქუჩას უკავშირდებოდა თაქთაქიშვილის ქუჩით, დაუკავშირდება კავსაძის ქუჩას.

ხოლო ავტობუსის N83 მარშრუტი, რომელიც მრგვალი ბაღიდან ფალიაშვილის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებოდა თაქთაქიშვილის ქუჩით, გადაკეტვის შემდეგ ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება არაყიშვილის ქუჩით.

დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ამჟამად მოძრავ სხვა მარშრუტებს, რომლებიც სარგებლობენ ავალიშვილის ქუჩით, ცვლილებები არ შეეხებათ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი