თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ირანის 4 მოქალაქე მოათავსეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ირანის 4 მოქალაქე მოათავსეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა. მისი თქმით, ირანის მოქალაქეები კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას სავალდებულო შემოწმების დროს მათ მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

„კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მოიყვანეს ირანის 4 მოქალაქე, რომელიც ჩამოსულია ირანიდან. ერთი არის ახალგაზრდა ქალი, სამი - ახალგაზრდა ვაჟი. ოთხივე მათგანი აეროპორტში სტანდარტულად შეამოწმეს და დაუფიქსირდა მომატებული ტემპერატურა. ახლა იწყებენ გამოკვლევებს, მათ ჩაუტარდებათ ყველა გამოკვლევა და პასუხი შემდეგ გვეცოდინება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოში გუშინ შეყვანილ ირანის 3 მოქალაქეს, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და ისინი უკვე გაწერეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო