ირაკლი სესიაშვილი - იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდის გათავისუფლება მალე მოხდება

რუსეთმა მგონი ისწავლა, რომ ჩვენ მარტო არ ვართ და ჩვენს გარშემო არიან ძალიან ძლიერი და ერთგული სახელმწიფოები. მე იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა ყმაწვილის გათავისუფლება მალე მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მსგავს ფაქტზე ქვეყანა მუშაობს როგორც ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე მაქსიმალურად ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა.

"რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ძალიან მძიმე საქმე, რომელიც შეეხებოდა საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე რუსულ აგრესიას, გამოვლინებულს ჰიბრიდული მეთოდებით, კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოზე. რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების გაბმას, ადამიანის უფლებების უხეშ შელახვას, ადამიანების გატაცებას, რაც არის რუსეთის მხრიდან პროვოკაცია, მიმართული საერთაშორისო სამართლის, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. საქართველო არ არის მარტო, გვერდში უდგას მთლიანად დასავლეთი. მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ასეთ მძიმე ფაქტზე ვმუშაობთ როგორც ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე მაქსიმალურად ვრთავთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას. რუსეთმა მემგონი ისწავლა, რომ ჩვენ მარტო არ ვართ და ჩვენს გარშემო არიან ძალიან ძლიერი და ერთგული სახელმწიფოები და ლიდერები. მე იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა ყმაწვილის გათავისუფლება მალე მოხდება",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, 17 წლის მოზარდი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის მიმდებარედ დააკავეს.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს