ირანში კორონავირუსის 43 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 8 ადამიანი

ირანში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 43-ს მიაღწია, რომელთაგან რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ დღეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებულთა რაოდენობა 28 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან ხუთი გარდაიცვალა.

ირანში კორონავირუსით დაავადებულთა შესახებ პირველი ინფორმაცია 19 თებერვალს გავრცელდა.

ამ დროისთვის, ვირუსით დაავადების შემთხვევები გამოვლენილია პროვინციებში -ყუმში, მარქაზისა და მაზენდერანში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“