გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

12 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული გურამ ჩალაგაშვილი, რომელიც "გამარჯვებული საქართველოს" წვერია, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მას 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, ჩალაგაშვილი მხოლოდ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე იქნა ცნობილი სამართალდამრღვევად.

სამართალდმარღვევად ცნობილი იქნა ჩალაგაშვილთან ერთად დაკავებული დანარჩენი პირებიც. სასამართლომ კახაბერ მაჩიტიძეს 1100-ლარიანი, გიორგი თევდორაძეს 2000-ლარიანი, ბესიკ გაზდელიანს - 3000-ლარიანი, რამაზ ბოკელავაძეს - 1500-ლარიანი,გიორგი რობიტაშვილს - 1100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ყველა მათგანი სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც აქციის მონაწილეები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების არჩევას აპროტესტებდნენ.

აღნიშნული პირები სამართალდარღვევათა კოდექის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია