ამირან გამყრელიძე - ახალი კორონავირუსის შემთხვევების 82% მსუბუქად მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა სიკვდილიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ვირუსული ინფექციების შემთხვევაში იყო.

გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ შემთხვევების 82% მსუბუქად მიმდინარეობს, დაახლოებით, 14% მწვავე შემთხვევებია, ხოლო 5% - კრიტიკული.

„სამწუხაროდ, ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო მსოფლიოში 2500-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილიანობის პროცენტი ჩინეთში 2.3-ია. სხვა ქვეყნებში, ჩინეთს გარეთ, სიკვდილიანობის პროცენტი 0.5-0.6-ს არ აღემატება. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ როცა სიკვდილიანობას ვადარებთ, ყოველთვის ვადარებთ სხვა ინფექციებს. კორონავირუსული ინფექციით სიკვდილიანობა ბევრად დაბალია ჯერადობით, ვიდრე ეს იყო SARS-ის ინფექციის დროს, რაც 9-10%-მდე იყო. ასევე ბევრად დაბალია, ვიდრე იყო „მერსის“ კორონავირუსული ინფექციის დროს, როცა 35% იყო. ბევრად დაბალია, ვიდრე ეს გახლავთ ებოლას და სხვა ინფექციების დროს.

შემთხვევების 82% მიმდინარეობს მსუბუქად, ანუ ადამიანები ჯანმრთელდებიან. დაახლოებით, 14%-შია მწვავე შემთხვევები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, ხოლო 5% კრიტიკული შემთხვევებია, რომელიც რეანიმაციას საჭიროებს. სამწუხაროდ, 2 %-ია სიკვდილიანობის. გთხოვთ, რომ ნუ დავზაფრავთ მოსახლეობას, რომ ვრცელდება „მკვლელი ვირუსი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი დილის მონაცემებით ჩინეთში 409 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, საერთო დადასტურებული შემთხვევა კი, 77 150-ია.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ჩინეთში 2443 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებიდან 24 700-მდე პირი გამოჯანმრთელდა.

ამ კვირის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი იმსჯელებს ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით, რამეთუ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

თუ აქამდე ევროპაში თითო-ოროლა შემთხვევა იყო, იტალიაში ეპიდაფეთქება გვაქვს, მის ჩრდილოეთ რეგიონში, ლომბარდიის და ვენეტუს რეგიონებში, იქ უკვე სრული კარანტინია გამოცხადებული. დღევანდელი დილის მონაცემებით, იტალიაში 150-ს ასცდა დაავადებულთა რიცხვი, 3 ადამიანი გარდაიცვალა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა