მიხეილ ჩხენკელმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ესტონელ ხალხს ესტონეთის დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დაინგრა საბჭოთა კავშირი, ესტონეთმა რთული გზა გაიარა ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად და დღეს ის წარმოადგენს თავისუფალი სამყაროს ეკონომიკურად ძლიერ და სრულუფლებიან წევრ სახელმწიფოს.

ესტონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენი ესტონელი მეგობრების მხარდაჭერა დაგვეხმარა ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბებაში, თქვენი თანადგომა გვეხმარება საქართველოს ევროკავშირთან და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესში. ქართველი ხალხის სახელით, ამისათვის მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ.

საქართველოსა და ესტონეთს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ სხვადასხვა სფეროში. მე, როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ხაზი მინდა გავუსვა განათლების სფეროში ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა ინტენსიურად გაგრძელდება, რაც ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“