პედიატრიული ქირურგიის ცენტრმა, „კიდკომ" მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყო

პედიატრიული ქირურგიის ცენტრ „კიდკო“-ს გეგმურმა ამბულატორიულმა და სტაციონარულმა განყოფილებამ მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყო. როგორც ცენტრის დირექტორი ირაკლი გამყრელიძე აცხადებს, უკვე აპრილიდან კლინიკაში გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე პაციენტთა მიღებაც დაიწყება. კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის გეგმურ კომპონენტშიც ჩართულია.

„კიდკო“-ში აცხადებენ, რომ პაციენტების ინდივიდუალური განთავსება სასტუმროს ტიპის პალატებში უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების წარმართვას მინიმალურად სტრესულ, მშვიდ და კომფორტულ გარემოში.

კლინიკაში პაციენტები მიიღებენ გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას პედიატრიაში ზოგად და აბდომინურ ქირურგიაში, ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში, უროლოგიაში, ოტოლარინგოლოგიაში, ბავშვთა ნევროლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, კარდიოლოგიაში და ა.შ.

ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევების სრული სპექტრი და ინსტრუმენტული გამოკვლევები - რენტგენოგრაფია, ულტრასონოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია, ნეიროსონოსკოპია. ამასთან, ცენტრში კეთდება გენეტიკური პათოლოგიის კვლევა და კონსულტირება.

კლინიკაში ტარდება გეგმიური ოპერაციები ბავშვთა ზოგად და აბდომინურ ქირურგიაში, ბავშვთა უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში და ოტოლარინგოლოგიაში.

„კიდკოს“ სამედიცინო გუნდი აერთიანებს საუკეთესო პრაქტიკის მქონე გამოცდილ და შერჩეულ პროფესიონალებს, როგორც საექიმო, ისე საექთნო მიმართულებით.

კლინიკის დირექტორის ირაკლი გამყრელიძის განცხადებით, 2020 წლის მარტიდან ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს “ნეონატალური კლინიკა - ენენსი“ , რომელიც განახორციელებს ნებისმიერი სირთულის, მათ შორის დღენაკლის და მცირე მასის, ახალშობილთა გადაუდებელ მიღებას და მართვას.

აპრილიდან კი „კიდკო“ მიიღებს გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე პაციენტებს.

„კიდკოს“ მნიშვნელოვანი უპირატესობაა პირადი მენეჯერის მომსახურება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირადი მენეჯერი ზოგავს დროს, გეგმავს საჭირო კვლევასა და ვიზიტებს პაციენტისთვის მოსახერხებელი გრაფიკით, ეხმარება და ზრუნავს მკურნალობისათვის დაფინანსების მოპოვებასა და სხვა ბიუროკრატიულ საკითხებზე. წინასწარ განსაზღვრავს პაციენტის საჭიროებებს და სამედიცინო გუნდთან შეთანხმებით ამზადებს გეგმიურ ჰოსპიტალიზაციას.

„კიდკო“ ლუბლიანას ქუჩის 36 ნომერში მდებარეობს. მიმდინარეობს პაციენტების წინასწარი ჩაწერა კონსულტაციებზე, ტელ., 2 25 17 12

ცნობისათვის, „კიდკო“ „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა