დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე და თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებზე. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პრიორიტეტებს, რომელიც ეხმიანება და ხელს უწყობს ორგანიზაციის წინაშე არსებული ცალკეული გამოწვევების დაძლევას.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათ შორის 27 თებერვალს სტრასბურგში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს მიერ დასახელებულ ერთ-ერთ პრიორიტეტს “გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები” ეძღვნება, აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ საქართველოს მხრიდან დასახელებული ინოვაციური პრიორიტეტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ორგანიზაციის ასევე წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე და თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებზე. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პრიორიტეტებს, რომელიც ეხმიანება და ხელს უწყობს ორგანიზაციის წინაშე არსებული ცალკეული გამოწვევების დაძლევას.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათ შორის 27 თებერვალს სტრასბურგში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს მიერ დასახელებულ ერთ-ერთ პრიორიტეტს “გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები” ეძღვნება, აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ საქართველოს მხრიდან დასახელებული ინოვაციური პრიორიტეტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ორგანიზაციის ასევე წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი