პოლიციამ მოპედის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩიდან, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ მოპარული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
პოლიციამ მოპედის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩიდან, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ მოპარული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?