ალეკო ელისაშვილი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ თბილისში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება არსებობს

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისში ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიაზე მოლაპარაკება დასრულებულია და შეთანხმება არსებობს, სიცრუეა.

ელისაშვილის თქმით, თუ შეთანხმებას მიაღწევენ, ეს უნდა მოხდეს არა დახურულ კარს მიღმა, არამედ ღიად და საზოგადოებისთვის გასაგებად.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დასრულებულია მოლაპარაკება და უკვე არსებობს შეთანხმება, თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, საუბარია მაჟორიტარობის კანდიდატების სიაზე და ჩემი გვარიც იყო მათ შორის ნახსენები. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ინფორმაცია, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, არანაირი შეთანხმება არც ჩემსა და არც „სამოქალაქო მოძრაობის" სხვა ლიდერებს შორის დანარჩენ ოპოზიციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. იყო მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. თუ შეთანხმება მოხდება, ეს უნდა მოხდეს არა დახურულ კარს მიღმა, არამედ ღიად, გამჭვირვალედ და რაც მთავარია საზოგადოებისთვის გასაგებად",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა