ზაზა ვაშაყმაძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების მიმართულებით მდგომარეობა უკიდურესად რთულია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2018-2019 წლების ანგარიში წარადგინა. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება ქართული ისტორიული მემკვიდრეობების კვალის წაშლა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების მიმართულებით მდგომარეობა უკიდურესად რთულია და დარღვეულია ეროვნებით ქართველების და აღმსარებლობით მართმადიდებლების რელიგიის, გამოხატვის, მშობლიურ ენაზე განათლებისა და თავისუფლად გადაადგილების უფლება. მეორე ძირითადი საკითხია სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ვალდებულებები, რაც სააგენტოს გააჩნია. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, დაწყებული ინტერრელიგიური დიალოგის დაწყებით, დამთავრებული რელიგიური ლიდერების ცნობიერების ამაღლებით. ახალი პროექტია დაწყებული სახელმწიფო პირების სახელმწიფო ენის პროგრამაში ჩართვა. იყო შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები ვერ ფლობდნენ კარგად ქართულ ენას. ამ პროგრამაში ჩაერთო ჯერ მუსლიმი თემი, შემდეგ სომხური ეკლესია და ასევე გრძელდება მისი განხორციელება. მესამე ძირითადი საკითხი არის რელიგიის საკითხთა სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბირო. აქ წარმოდგენილია როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, ასევე საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობები და ისინი ერთ ფორმატში სხედან და კარგია ის, რომ პირდაპირი დიალოგი არსებობს რელიგიებს შორის, რაც ხელს უწყობს ტოლერანტული გარემოს შექმნას”, -განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა