დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელისუფლებამ სენატორებს დაუდასტურა, რომ არჩევნები საქართველოში ეუთო-ს სტანდარტებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად ჩატარდება

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ სენატორებს დაუდასტურა, რომ არჩევნები საქართველოში ეუთო-ს სტანდარტებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად ჩატარდება.

ჟურნალისტებმა დავით ზალკალიანს მიმართეს კითხვით, სენატორ კრის სოჩის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იყო თუ არა საუბარი სანქციების შესაძლო დაწესებაზე იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება არ შედგებოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არანაირ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა.

„მე მქონდა შეხვედრა სენატორებთან ჯონ რიშთან და ჯინ შაჰინთან, ჩვენი მეგობრები არიან, ძალიან დიდ პატივს ვცემთ მათ, გვქონდა ასევე თვით კრის სოჩასთანაც კომუნიკაცია და ჩვენ მათ რჩევებს აღვიქვამთ როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და ჩვენი მეგობრების რჩევებს. სწორედ იმ მაღალი სტანდარტების დამკვიდრებამ განაპირობა მათი რჩევა, რომ ყველაფერი ჩატარდეს ისე, როგორც ამას აქამდე ატარებდა საქართველოს ხელისუფლება და მათ ჩვენგან მიიღეს ამის დასტური, რომ ჩვენ მართლაც ჩვენს ვალდებულებებთან შესაბამისობაში, რაც არის ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და ვალდებულებები, სრულ თანხვედრაში და ეუთო-ს სტანდარტების თანხვედრაში, ჩავატარებთ და არანაირ სანქციებზე არ არის საუბარი,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ იყო თუ არა საერთაშორისო შეხვედრების დროს საუბარი და რეკომენდაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ზალკალიანის განმარტებით, შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ეს საქართველოს სუვერენული უფლებაა.

„ჩემთან შეხვედრაზე რაღაც სისტემაზე არ ყოფილა საუბარი, იყო აღნიშნული, რომ ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან შესული ამ პროცესში, მათ უნდა მიაღწიონ მისაღებ ფორმულას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა