დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი „ნიუ-იორკ თაიმსს“ უჩივის

დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტრამპის საარჩევნო შტაბი გამოცემას იმ სტატიის გამოქვეყნების გამო უჩივის, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2016 წლის არჩევნების დროს ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ გამოცემა მიკერძოებულია და ტრამპის საარჩევნო შტაბის მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვს და რომ ის „შეუსაბამო ზეგავლენას ახდენს 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე“.

„სარჩელის მიზანია, გაზეთმა პასუხი აგოს პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო შტაბის წინააღმდეგ გამიზნულად გამოქვეყნებული ცრუ განცხადებების გამო,“- აღნიშნულია ტრამპის საარჩევნო გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, საქმე ეხება 2019 წლის 7 მარტს „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ მაქს ფრანკელის სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის არჩევნების დროს ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და რუსეთი ტრამპს ჰილარი კლინტონის დამარცხებაში დაეხმარა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო