კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ესწრებიან.

„ხელისუფლება, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერს დიალოგს. ჩვენ ვართ ერთ პოზიციაზე, რომ საჭიროა შეთანხმება. რაც შეეხება ოპოზიციას, მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას და ჩვენ შევძლებთ საბოლოო შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ის წინადადება რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს