„ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების" შესახებ კანონპროექტი კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების" შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში გასული წელს მოხდა, თუმცა მისი განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა ანტიდემპინგური იმპორტისგან და კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო უზრუნველყოფს ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან მიყენებული ან/და შესაძლო ზიანის მიყენებისგან დაცვას.

„ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სსიპ - კონკურენციის სააგენტო იქნება.

კანონპროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მისი ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ აღნიშნა, კანონპროექტი განხილულია ბიზნეს წრეებთან და მაქსიმალურად მოხდა მათი შენიშვნების ასახვა.

ცნობისთვის, დემპინგი (Dumping) საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული ფასდადების პრაქტიკაა, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანიას პროდუქტი მეორე ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს თვითღირებულებაზე ნაკლებ ან საკუთარ ქვეყანაში გასაყიდად დადგენილზე ნაკლებ ფასად.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო