თამარ ჩუგოშვილი მოლაპარაკებებზე - არ ვიცი რეალურად ამ 4 დღეში შეთანხმება მოხდება თუ არა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრაზე სხვადასხვა ვერსიებზე იყო მსჯელობა და კარგი იქნება, თუ ყველა მონაწილე ძალა კომპრომისზე წავა.

ჩუგოშვილი არ აკონკრეტებს კონკრეტულ ვერსიებს რა შეთავაზება იყო, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, თუმცა ამბობს, რომ 100/50-ზე იყო შეთავაზება, საიდანაც საუბარი დაიწყო.

„ეს არ არის ოფიციალური შეხვედრები და ამ შეხვედრებზე ვერც ვერანაირი შედეგის მიღწევა მოხერხდება. ეს არც არის მიზანი. აზრების გაცვლა ხდება. დეტალებზე შეგნებულად არ ვისაუბრებ. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ სხვადასხვა ვერსიებზე იყო მსჯელობა და ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ყველა მონაწილე ძალა კომპრომისზე წავა, რომ 2020-ის არჩევნებისთვის ნორმალური საარჩევნო სისტემა მივიღოთ, რაზეც ჯერჯერობით ძნელია საუბარი ამის შანსი არსებობს თუ არა. საკმაოდ დიდია სხვაობა პოზიციებს შორის, ჯერ კიდევ ცოტაა შეხების წერტილები. ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი დიალოგის პროცესს და დიდი მოლოდინი არც არასდროს მქონია. არ ვიცი რეალურად ამ 4 დღეში შეთანხმება მოხდება თუ არა. თუ ყველა პოლიტიკური ძალა დათმობაზე წავა, შესაძლებელია შეთანხმება მოხდეს. 100/50-ზე იყო შემოთავაზება, საიდანაც დაიწყო საუბარი, მაგრამ სხვა ციფრებიც არ არის გამორიცხული. ბევრი ვერსია იყო და სხვადასხვა პირების მხრიდან სხვადასხვა ციფრი დასახელდა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა