გიორგი ვაშაძე - თუ 110/40-ზე არ არის შემოთავაზება და ამას ამბობს „ქართული ოცნება“, კი ბატონო, არ იყოს, მაინც არავინ დათანხმდება ამ რიცხვებს

მე 110/40-ზე ვთქვი, რადგან გაჟღერდა ზოგადად, რომ ამაზე შეიძლება თითქოსდა ფიქრი „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ ეს ფუნდამენტურ განსხვავებას არ გვაძლევს, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ადგილებითა და მანდატებით არ ვაჭრობს, არამედ აინტერესებს საარჩევნო სისტემის პროპორციული მისწრაფება.

„ფუნდამენტურ განსხვავებას არ გვაძლევს 100/50-ზე თუ 110/40-ზე, მე ამიტომ განვაცხადე ეს ცალსახად. ჩვენ ადგილებითა და მანდატებით და ა.შ ვაჭრობა არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს პროპორციული მისწრაფება იყოს საარჩევნო თვალსაზრისით და არავის არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მანიპულაციები მოახდინოს მაჟორიტარული სისტემით. დანარჩენი ახლა, თუ არ არის შემოთავაზება და ამას ამბობს „ქართული ოცნება“, კი ბატონო, არ იყოს, იმიტომ, რომ მაინც არავინ დათანხმდება ამ რიცხვებსაც.

ჩვენ ისედაც არაფორმალურ საუზმეზე ვიყავით და ეს მოლაპარაკებები არ არის, ეს უნდა გვესმოდეს. გაჟღერდა ეს ინფორმაცია და მე, რაც გაჟღერდა ის ვთქვი. არასდროს ვიტყუები, პირიქით ყოველთვის ღიად ვამბობ ყველაფერს, რაც მესმის იმას ვამბობ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ხედავს თუ არა ის სასურველი შედეგის მიღწევის რესურსს ოპოზიციასა და ხელისუფლების მოლაპარაკებების შედეგად, ვაშაძემ განაცხადა, რომ იმდენად მკაფიო და მძაფრია დასავლეთის პოზიცია, რომ ამან მმართველი პარტია დააფიქრა, გამოსავალი მოძებნოს.

„სამწუხაროა, რომ ისინი ხალხს არ უსმენენ საქართველოში, არ აინტერესებთ ადამიანების აზრი, მაგრამ როდესაც მათ პერსონალურ სანქციებსა და პერსონალურ პრობლემებს ეხება საკითხი, როდესაც „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის, „შავ სიაში“ შეყვანას ეხება საკითხი დასავლეთში, მაშინ უკვე დაინსტერესდნენ. ძალიან ვწუხვარ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ხალხი არაფერში აინტერესებს და ერთადერთი თურმე, რაც ადარდებს, ეს არის დასავლეთის ზეწოლა და წნეხი. მაგრამ ესეც უნდა ვთქვა, რომ სწორედ ჩვენმა მშვიდობიანმა არაძალადობრივმა პროტესტმა მოიტანა დასავლეთში ეს განწყობები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ" ახალი ინიციატივა - 110/40-ზე სისტემა წარმოადგინა.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კი ოპოზიციისთვის საარჩევნო სისტემის ეს შეთავაზება უარყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა