„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ საავტომობილო რბოლის მოყვარულებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა

საავტომობილო რბოლის მოყვარულებს სასიამოვნო სიურპრიზი ელით, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრ თბილისი“ ავრცელებს.

„ტოიოტას“ პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, პირადად განიცადონ ის ემოციები, რაც პროფესიონალური სარბოლო ავტომობილის მართვას უკავშირდება.

სწორედ ამ მიზნით, დღეიდან, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ექსტრემალური ავტოსპორტის მოყვარულებს იწვევს, Toyota GT86-ის სიმულატორის საჭეს მიუსხდნენ და შოურუმიდან გაუსვლელად, წარუშლელი შთაბეჭდილებები მიიღონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, Toyota GT86-ის სრულგაბარიტიანი სიმულატორი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადია და მისი გამოცდის უნიკალური შესაძლებლობა უდავოდ გამოიწვევს მომხმარებლის დიდ დაინტერესებას.

„ბევრ ავტომოყვარულს აქვს სურვილი, ერთხელ მაინც აღმოჩნდეს სარბოლო ავტომობილის საჭესთან და რეალურად განიცადოს ნამდვილ ავტორბოლასთან დაკავშირებული ემოცია. მიუხედავად იმისა, რომ ტოიოტას ეს მოდელი ადგილობრივ სამოდელო ხაზში გასაყიდად არ არის წარმოდგენილი, ნებისმიერი მსურველი შეძლებს, მისი ტარებით უდიდესი სიამოვნება მიიღოს და ტოიოტას სპორტული შესაძლებლობები გამოსცადოს, მითუმეტეს, რომ ამ აქტივობაში ჩართვა მომხმარებლისთვის სრულიად უფასოა. სიმულატორის საქარე მინა მთლიანად დაფარულია ეკრანით, მძღოლი კი ამ ეკრანზე გამოსახულ გზას მიჰყვება - ეს საუკეთესო გრაფიკაა. მანქანის სწრაფი მოძრაობის სიმულაცია და დაბურული გვერდითი მინები ავტორბოლის ამაღელვებელ და განუმეორებელ ეფექტს ქმნის“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ტოიოტას ავტომობილები უკვე მრავალი წელია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საქართველოში, „თუმცა ნამდვილმა ავტომოყვარულებმა ისიც კარგად იციან, რომ იაპონური ავტოგიგანტი რბოლების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ხელშემწყობიცაა“.

„ტოიოტას სპორტულ ავტომობილებს 60-წლიანი ისტორია აქვთ. კომპანიაში არსებობს ცალკე მიმართულება - Toyota Gazoo Racing, რომელიც გამოხატავს კომპანიის მუდმივ სწრაფვას გამარჯვებისა და გაუმჯობესებისკენ. ხდება სარბოლო ავტომობილების ტექნოლოგიური სრულყოფა, მრბოლელთა შერჩევა და იმ გუნდების დაკომპლექტება, რომლებიც „ტოიოტას“ სახელით, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობენ. სარბოლო ავტომობილ Toyota GT86-ს ატარებდნენ ისეთი გამოჩენილი მრბოლელები, როგორიცაა ენტონი დევიდსონი და სებასტიან ბუემი. ამ მოდელის სიმულატორი „ტოიოტა მოტორ კორპორაციამ“ პირველად 2012 წელს, პარიზის ავტოსალონზე - Paris Motor Show-ზე წარადგინა და იმთავითვე გამოიწვია დამთვალიერებელთა უდიდესი დაინტერესება“, - ამბობს თინათინ მაკარიძე.

როგორც თინათინ მაკარიძე აცხადებს, სარბოლო ავტომობილ Toyota GT86-ის სიმულატორის მართვით დაინტერესებულ ავტომოყვარულებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ, 09:30-დან 18:00 საათამდე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან წინასწარ ჩასაწერად კი დაუკავშირდენენ ქოლცენტრს: 032 2511; 032 2 522 022, www.toyota-tbilisi.com

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით