სოფელ დიღომში, 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერი ეწყობა

სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოები საბურთალოს გამგეობის მიერ 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, პროექტის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე ინფრასტრუქტურა განთავსდება. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„სოფელ დიღომში დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა გადავწყვიტეთ. უახლოეს მომავალში, ადგილობრივები კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ, სადაც გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის მოსაწყობად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 429 937 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კომპანია „გრინსერვის+“ აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედანი მოეწყო და ტრენაჟორები დამონტაჟდა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს