გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება ისევ ვერ მოხდა

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება ისევ ვერ მოხდა. როგორც ვაშაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ არ არის ის კონდიცია, რომ რეალური მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ჩაინიშნოს.

მისივე თქმით, მაქსიმუმ ერთი კვირაა დარჩენილი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება თეორიულად მაინც განხორციელდეს.

„ბევრი სხვადასახვა ტიპის თემა იყო განხილული. ჩვენს მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის, რა მოდელითაც არ უნდა ჩატარდეს ის. დღეს „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად გასაშვებია ხელისუფლებიდან. მათ არც სიღარიბე, არც გაჭირვება არც სხვა რამ არ აღელვებთ. ძალიან მარტივი საკითხია, მაქსიმუმ ერთი კვირაა დარჩენილი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება თეორიულად მაინც განხორციელდეს. ზოგადად იყო საუბარი და ჯერ არ არის ის კონდიცია, რომ შემდეგი რაუნდი რეალური მოლაპარაკებების ჩაინიშნოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა დაახლოებით 19:00 საათიდან მიმდინარეობდა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს