ამირან გამყრელიძე - არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ისინი ზიარების წესის შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ იღებენ, რადგან ეს საპატრიარქოს პრეროგატივაა.

როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ საპატრიარქოსთან ხშირი კავშირი აქვთ და კორონავირუსთან დაკავშირებითაც შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

„საპატრიარქოსთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. ორი კვირის წინ, როდესაც ჩინეთს გარეთ უკვე შემთხვევების რაოდენობამ იმატა, საპატრიარქოს სამედიცინო სამსახურის მოთხოვნით შეხვედრა გვქოდნა. ჩვენს მთავარ ეპიდემიოლოგს, ყველაზე კომპეტენტურს, ბევრად კომპეტენტურს, ვიდრე მე ვარ ამ შემთხვევაში, ხათუნა ზახაშვილს ვთხოვე და მან ჩაატარა დაახლოებით 2 საათიანი შეხვედრა თბილისში, საპატრიარქოში, როგორც მამაოებთან, ისე დედაოებთან. გაიგზავნა შესაბამისი რეკომენდაციები და გზავნილები. ერთ-ერთი მეუფის თხოვნით, მსგავსი შეხვედრა ეპარქიაშიც გაიმართა.

არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ. ხოლო რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს, მოგეხსენებათ, საპატიარქო მაღალრეიტინგული და მოსახლეობისადმი საპატივცემულო ინსტიტუციაა საქართველოში და ამ საკითხებს თვითონ წყვეტს, ჩვენ ზოგად რეკომენდაციებს ვიძლევით“,-განაცხადა გამყრელიძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს