სოზარ სუბარი - კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებზე ყველა თვითმმართველობას ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებზე ყველა თვითმმართველობას ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი განმარტებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს.

„კონტროლზე არის აყვანილი საქართველოს მთელი ტერიტორია, საზღვრებიდან მოყოლებული, ასევე ყველა ის ადგილი, სადაც შესაძლოა, ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვნების თავშეყრის დაწესებულებებს. ორი კვირით არდადეგები გამოცხადდა სკოლებში და საბავშვო ბაღებში და მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება, როგორც სასწავლო დაწესებულებების შენობების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია. ამასთანავე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს, მათ შორის 3 და 8 მარტთან, დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები და ამის შესახებ ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა ყველა თვითმმართველობას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,პ რემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

სოზარ სუბარი - კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებზე ყველა თვითმმართველობას ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებზე ყველა თვითმმართველობას ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი განმარტებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს.

„კონტროლზე არის აყვანილი საქართველოს მთელი ტერიტორია, საზღვრებიდან მოყოლებული, ასევე ყველა ის ადგილი, სადაც შესაძლოა, ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვნების თავშეყრის დაწესებულებებს. ორი კვირით არდადეგები გამოცხადდა სკოლებში და საბავშვო ბაღებში და მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება, როგორც სასწავლო დაწესებულებების შენობების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია. ამასთანავე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს, მათ შორის 3 და 8 მარტთან, დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები და ამის შესახებ ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა ყველა თვითმმართველობას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,პ რემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი