პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ინიციატივა, რომ 40%-ის მქონე ან უფრო ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ მთავრობა ვერ დააკომპლექტოს, ოპოზიციის მხრიდან მოდიოდა და ახლა მათგან ამის უარყოფა უცნაურია. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განუცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის 40%-ზე მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა.
„მედიაში ვხედავთ ოპოზიციის ერთეული წევრების მხრიდან გარკვეულ სპეკულაციებს. მათ სურთ, თავი ყველაზე ძლიერებად და პირველებად წარმოაჩინონ. სინამდვილეში ეს ასე არ არის. განცხადებები არღვევს იმ შეთანხმებას, რომელიც ამ მოლაპარაკებების პერიოდში გვქონდა, რადგან დეტალებზე ოფიციალურად არ ვსაუბრობთ შემდეგი დიალოგის დანიშვნამდე.
იმის მცდელობა, რომ თითქოს დღეს 40%-იანი პრინციპი მათთვის მიუღებელია, ესეც სპეკულაციაა, ვინაიდან სწორედ ოპოზიცია ითხოვდა პრინციპულად 40%-იანი ბარიერის დაწესებას. ეს არა ჩვენი შეთავაზება, არამედ ნაბიჯი იყო, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით ვინმემ ამ ქვეყანაში მთავრობა უნდა დააკომპლექტოს. პირიქით, ჩვენ ყოველთვის გვქონდა 40%-ზე მაღალი შედეგი და ვფიქრობთ მომავალ არჩევნებშიც მივიღებთ უფრო მეტს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"