თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - თუ საჭირო გახდება, ელექტრონული სწავლების სისტემას უზრუნველვყოფთ

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, შესაძლოა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი ელექტრონულ სწავლებაზე გადავიდეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა საღინაძის განცხადებით, თსუ უკვე მუშაობს აღნიშნულ პროექტზე და შეეცდებიან სტუდენტებს შესთავაზონ ლექტორის მიერ ჩაწერილი აუდიო ან ვიდეო ფაილი ლექციის სახით.

„ჩვენთან ტექნოლოგიურად აღნიშნული პროცესი გამართულია. არსებულ სისტემაში ლექტორებს და სტუდენტებს შეუძლია განათავსონ, როგორც ვიდეო, ისე აუდიო და ტექსტური ფაილები. დღეს გვაქვს აკადემიური საბჭოს სხდომა, მანამდეც შიდა უწყების სხდომა გვქონდა და თუ საჭირო გახდება უზრუნველყოფთ ამ სისტემასაც. აკადემიურ საბჭოზეც განვიხილავთ ელეტრონული სწავლების თემას. კანონით არის დაშვებული როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი კომუნიკაცია, ამ ეტაპზე განვიხილავთ ლექტორის მიერ ჩაწერილ ვიდეო ან აუდიო ლექციების განთავსებას არსებულ სისტემაში. ახლა ეს პროცესი აღნიშნული ვირუსის გამო დაჩქარდა. როდესაც ამ ტექნოლოგიას ჩვენ უფრო გავმართავთ, მომავალში ამ ვირუსის გარდა, სხვა პერიოდშიც შესაძლებობა გვექნება ჩვენ სტუდენტებს აღნიშული სერვისი შევთავაზოთ”,- განაცხადა ლაშა საღინაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო