„თავისუფალი საქართველო“ - ხელისუფლება დევნილების მიმართ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია წყალტუბოში სანატორიუმ „საქართველოს“ კედლის ჩამონგრევას ეხმაურება, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან შესახლებული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლება დევნილების მიმართ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს.

„რამდენიმე დღის წინ იმავე შენობაში, გაუსაძლისი პირობების, შიმშილისა და სიცივისგან ადამიანი გარდაიცვალა. ახლა უკვე საფრთხე ემუქრებათ აქ თავშეფარებულ სხვა პირებსაც. სამწუხაროდ, ხელისუფლება არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს დევნილების მიმართ და არაფერს აკეთებს ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. ბედის ანაბარად მიტოვებული ადამიანები კი ყოველდღიური შიშის ქვეშ განაგრძნობენ არსებობას.

„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები უკლებლივ ყველა დევნილი ოჯახის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისთვის“,- აცხადებს შოთა მაქაცარია.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“