ლევან იოსელიანი - არანაირ სისტემაზე შეთანხმება არ ღირს იმად, რომ უდანაშაულო ხალხი გისოსებს მიღმა დარჩეს

შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული მომავლის თვალსაზრისით და ამისთვის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალისხმევას არ იშურებენ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ციხეში უდანაშაულოდ მყოფი ადამიანების ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე , - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უსამართლოდ მანდატების განაწილებას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ აღარავინ შეეგუება.

"არანაირ სისტემაზე შეთანხმება არ ღირს იმად, რომ უდანაშაულო ხალხი დარჩეს გისოსებს მიღმა. ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს, გაათავისუფლოს ბესიკ თამლიანი და სხვა პოლიტპატიმრები და მისცეს ჩვენს მოქალაქეებს საშუალება სამართლიან არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, სადაც მიღებული მხარდაჭერის პროპორციულად იქნებიან პოლიტიკური ძალები წარმოდგენილი პარლამენტში. უსამართლოდ მანდატების განაწილებას და მუნჯი მაჟორიტარების ხარჯზე ხელისუფლების მიტაცებას ამ ქვეყანაში და არც მის ფარგლებს გარეთ აღარავინ აღარ შეეგუება“,- აცხადებს ლევან იოსელიანი.

აღნიშნულ ინფორმაციას "სამოქალაქო მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს