მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 27 პაციენტი რჩება​

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 პაციენტზე ტესტის პასუხები მიიღეს და მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ეზუგბაიამ განუცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 27 პაციენტია.

“ამ დროისთვის ჩვენთან არის 27 პაციენტი. ახლა ზუსტად ნახევარი საათის წინ მოვიდა 8 პაციენტის პასუხი კორონავირუსის ტესტირებაზე და 8-ვე პასუხი უარყოფითია და ეს 8 პაციენტი გადავა საკარანტინო სივრცეში. ახლა დამთავრდა, 13 პაციენტზე კიდევ აიღეს ტესტები და პასუხების შედეგები იქნება ან ძალიან გვიან, ან დილით. 27 პაციენტი გვყავს, 8-ის პასუხი მივიღეთ, ეს 8 გადავა საკარანტინო სივრცეში, დარჩება -19. 19-დან აღებულია 13-ზე. პარალელურად კიდე პაციენტები შემოდიან”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო