თორნიკე მამალაძე - ჩემი ძმა მძიმე მდგომარეობაშია, იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება, შეუძლებელია განკურნება, სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს

გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე საქმის განხილვას თორნიკე მამალაძე ეხმაურება.

თორნიკე მამალაძის თქმით, თუ იქნება მიუკერძოებული, ობიექტური და დამოუკიდებელი სასამართლო გადავადება აუცილებლად უნდა მოხდეს.

,,თითოეული მტკიცებულება რაც წარდგენილია სასამართლოში ორივე მხრიდან, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს მხრიდანაც ადასტურებს, რომ ჩემი ძმა არის მძიმე მდგომარეობაში ჯანმრთელობის მხრივ და იმ დაწესებულებაში სადაც ახლა იმყოფება, შეუძლებელია მისი განკურნება. თუ მოსამართლე ლილი მსხილაძე იქნება ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი და შეძლებს თავის უფლებამოსილება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, აუცილებლად მოხდება გადავადება. მათ მიზანმიმართულად არ გადმოიყვანეს ჩემი ძმა, რადგანაც მათ არ სურდათ, რომ საზოგადოებას ენახა თუ რა მდგომარეობაშია ის. მათ მოიტყუეს სასამართლოში, რომ ჩემმა ძმამ გადაყვანაზე უარი თქვა მოგვივიდა პასუხი, რომ ციხის ადმინისტრაციას არც კი შეუთავაზებია ჩემი ძმისთვის საქალაქო სასამართლოში გადაყვანა. როდესაც ჩემი ძმა უკანონოდ დააპატიმრეს, ის იყო სრულიად ჯანმრთელი, ახლა არის პარალიზებული და ამ ფაქტის დამალვას ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში საქმის ძირითადი განხილვის გადაწყვეტილება მოსამართლე ლილი მსხილაძემ 27 თებერვალს მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომ საქმის ძირითადი განხილვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდება, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის უკმაყოფილება მოჰყვა. მან მოსამართლეს მონა უწოდა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)-მ მიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა