ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტრო, ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხზე, კლინიკისა და „ავერსის“ კომუნიკაციაში პირადადაა ჩართული

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხზე კლინიკისა და „ავერსის“ კომუნიკაციაში პირადადაა ჩართული და მედიატორის როლს ასრულებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამ შენობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ადრე წამოწყებულ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კომუნიკაცია უკვე ორი თვეა. ჯანდაცვის სამინისტრო არის პირადად ჩართული ამ კომუნიკაციაში. ასევე, ჩვენ როგორც მედიატორი ისე ვშუამდგომლობთ ინფექციურ საავადმყოფოსა და „ავერსის“ კლინიკასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ინფექციური საავადმყოფოს მხარდაჭერა, ვინაიდან ნათლად დავინახეთ რა როლი უკავია მას საქართველოს ჯანდაცვაში,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ინფექციური საავადმყოფო ერთ წელიწადში ახალ შენობაში განაგრძობს მუშაობას. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ლუბლიანას ქუჩაზე სამედიცინო ინოვაციების ცენტრის უკვე აშენებული შენობის ყიდვისა და მასში ინფექციური საავადმყოფოს განთავსების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მას პირადად გააცნო და წლის ბოლოს ამ შენობაში ინფექციური საავადმყოფოს განთავსებას დაპირდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს