გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების საქმის განხილვა გადაიდო

გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების სასამართლო საქმის განხილვა 17 მარტს, 12:00 საათზე გადაიდო.

დღევანდელი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოწმის სახით ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი ,,ემპათიის” წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი, სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ დაქირავებული ,,შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ჯანმრთელობის პრევენციის ცენტრის” ექსპერტები და დეკანოზი გიორგი მამალაძის მკურნალი ექიმი დაიკითხნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა გააჟღერა.

,,ჩვენს მიერ საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სასამართლო პროცესზე დაკითხულიყვნენ ,,შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ჯანმრთელობის პრევენციის ცენტრის ექსპერტები, რომელთაც სასამართლოს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია მსჯავრდებულისთვის ჩატარებული ექსპერტიზისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გადაწყვეტილების გამოცხადებას, საქმის განხილვა არ დასრულებულა და გადაიდო 17 მარტს, 12:00 საათზე,” - განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში საქმის ძირითადი განხილვის გადაწყვეტილება მოსამართლე ლილი მსხილაძემ 27 თებერვალს მიიღო. დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)-მ მიმართა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს