გლდანში, ჭელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. მათ შორის გზის მოწყობა ჭელიძის ქუჩაზე ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბორდიური და დაახლოებით, 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - შალვა ოგბაიძესთან და გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გზების მოწესრიგება. გლდანის რაიონს კიდევ ერთი მოწესრიგებული ქუჩა შეემატება. ადგილობრივი მცხოვრებლები კი, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი ასფალტისსაფარიანი გზით ისარგებლებენ”, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, 100 531 ლარი არის გათვალისწინებული.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

გლდანში, ჭელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. მათ შორის გზის მოწყობა ჭელიძის ქუჩაზე ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბორდიური და დაახლოებით, 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - შალვა ოგბაიძესთან და გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გზების მოწესრიგება. გლდანის რაიონს კიდევ ერთი მოწესრიგებული ქუჩა შეემატება. ადგილობრივი მცხოვრებლები კი, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი ასფალტისსაფარიანი გზით ისარგებლებენ”, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, 100 531 ლარი არის გათვალისწინებული.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი