ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ლაბორატორიაში 7 მოქალაქის სინჯია გადაგზავნილი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ლაბორატორიაში 7 მოქალაქის სინჯია გადაგზავნილი.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 25 პირია დადგენილი, თუმცა ეს მონაცემები შეიძლება, შეიცვალოს.

„გადაგზავნილია ამ პაციენტების ოჯახის წევრების სინჯები, რომლებიც იმყოფებოდნენ მათთან ერთად უცხოეთში და ეს არის 7 პაციენტი. ველოდებით შვიდი პაციენტის დადასტურებას ან უარყოფას. ასევე, მოკვლეულია 25 ადამიანი. ეს 25 ადამიანი ამ ეტაპისთვის იმყოფება თვითიზოლაციაში. მიმდინარეობს მათზე დაკვირვება.ეს არის სტატისტიკა, რომელიც ყოველ ერთ სააათში იზრდება", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 6 გუშინ დადასტურდა. 6-ვე პირი ერთი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაინფიცირებულები არიან ორი ოჯახის წევრები, მათ შორის ერთი ოჯახიდან მამა-შვილი, მეორე ოჯახიდან კი 4 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ 44 წლის მამაკაცი, რომლის შვილსაც კორონავირუსი ასევე დაუდგინდა, იტალიაში მეორე შვილთან ერთადაც იმყოფებოდა, თუმცა, მის შემთხვევაში ანალიზმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს