07.07.2025 / 08:38
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კორონავირუსის საკითხზე, საფრანგეთისა და შვეიცარიის ელჩებთან, ასევე ავსტრიის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კორონავირუსის გავრცელების საკითხზე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან და ავსტრიის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო პარტნიორებთან ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია გაცვალეს.

„მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ რეგულაციებზე და ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით. საფრანგეთის, შვეიცარიის და ავსტრიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია მათი მთავრობების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების შესახებ. მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების სიხშირის გათვალისწინებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ინფორმაციის გაცვლას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს