სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებისა და რაინული ფილიალების სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ცენტრის რაინული შენობები და სასწრაფო დახმარების მანქანები. რაც შეეხება ეკიპაჟების აღჭურვულობას, მედიკოსები სრულად არიან უზრუნველყოფილი პერსონალური დაცვის საშუალებებით. მათ ეკიპირებაში შედის: C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმელი, სამედიცინო ნიღბები და პერსონალური დაცვის სათვალეები.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს