ნათია თურნავა - მოქალაქეებს ალტერნატიულ გზას შევთავაზებთ, დიდი ალბათობით, ჩარტერული რეისი იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ იტალიასთან ფრენების დროებით შეჩერება იძულებითი ნაბიჯი იყო, რომელიც ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო გადადგა. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„იტალიასთან ფრენების დროებით შეჩერება ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ რადიკალური, იძულებითი ნაბიჯი, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ვდგამთ, როდესაც ვხედავთ, რომ კონკრეტულ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების არსებობის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე რისკი, რომელსაც მაგალითად, თუნდაც ტურისტულ ინდუსტრიას მივაყენებთ“,-აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება იტალიაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველყოფს, ვისაც ამის სურვილი ჰქონდათ. უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ისინი შესაბამის შემოწმებას გაივლიან.

„რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში პირდაპირი ფრენების მეშვეობით ჩამოფრენის გეგმა ჰქონდა, კერძოდ, ვისაც ბილეთი ჰქონდა აღებული ან ჯავშანი ჰქონდა გაკეთებული, ჩამოფრენის ალტერნატიულ გზას შევთავაზებთ. დიდი ალბათობით, ჩარტერული რეისი იქნება. იტალიაში ჩვენი საელჩოს მეშვეობით, ჩვენ მათ შევეხმიანებით, უკვე არის გამოცხადებული კიდევ ელექტრონულად ვის უნდა მიმართონ, სად უნდა წარადგინონ ბილეთი“,-განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს