ამირან გამყრელიძე - მივმართავ მოსახლეობას, თუ უფიქსირდებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, რესპირაციული სიმპტომები, აუცილებელია ექიმს მიმართონ

კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, თუ უფიქსირდებათ სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, რესპირაციული სიმპტომები, აუცილებელია მიმართონ ექიმს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან განსაკუთრებული სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოვიდნენ.

„კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ბრუნდება იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და უკვე სხვა ქვეყნებიდანაც, თუ უფიქსირდებათ სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, რესპირაციული სიმპტომები, აუცილებელია მიმართონ ექიმს და მოიქცენ იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. შესაძლებელია მიმართონ თავის ოჯახის ექიმს ან პირდაპირ ინფექციური პროფილის დაწესებულებებს, სადაც მათ ჩაუტარდებათ კონსულტაცია და ლაბორატორიული კვლევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის შიდა მიმოსვლაზე არანაირი შეზღუდვა არ არის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს