აშშ-ის ელჩი - მოხარული ვარ, რომ ვხედავ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ნებას იმსჯელონ განსხვავებულ პოზიციებზე და შეეცადონ გამოსავალი იპოვონ

„მოხარული ვარ, რომ ვხედავ მხარეების - მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ნებას, დასხდნენ მაგიდასთან და იმსჯელონ თავიანთ განსხვავებულ პოზიციებზე და შეეცადონ იპოვონ გამოსავალი, რომელსაც ყველა დათანხმდება”, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, „წარმატება საქართველოსთვის იქნება პოლიტიკური ლიდერების მიერ საკმარისი პოლიტიკური გამბედაობის ჩვენება იმისათვის, რომ მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას ოქტომბრის არჩევნებისთვის,რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება“.

„საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში ნამდვილად სურთ, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას და წარმატება საქართველოსთვის იქნება პოლიტიკური ლიდერების მიერ საკმარისი პოლიტიკური გამბედაობის ჩვენება იმისათვის, რომ მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას ოქტომბრის არჩევნებისთვის, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება და ყველა დაუჭერს მხარს. სწორედ ამაზე მუშაობენ მხარეები. უნდა ვთქვა, მოხარული ვარ, რომ ვხედავ მხარეების - მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ნებას, დასხდნენ მაგიდასთან და იმსჯელონ თავიანთ განსხვავებულ პოზიციებზე და შეეცადონ იპოვონ გამოსავალი, რომელსაც ყველა დათანხმდება და რომელიც რეალურად წინ წასწევს საქართველოს დემოკრატიას და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არის დემოკრატიის არსი - იჯდე შენს ოპონენტთან ერთად და მუშაობდე კომპრომისზე. ეს არის, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს და იმედი მაქვს, ამას ვიხილავთ ძალიან მალე”, - განაცხადა კელი დეგნანმა.

აღნიშნულ ინტერვიუს „რადიო თავისუფლება“ ავრცლებს.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს