კახა კალაძე აშშ-ს ელჩის განცხადებაზე - სწორი აქცენტებია გაკეთებული, მმართველი გუნდი მზადაა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და კომპრომისული შეთანხმება მოხდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი თანახმაა დიპლომატიური კორუსის იმ მოწოდებებზე, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება უნდა მოხდეს. ამით კალაძე აშშ-ს ელჩის საქართველოში კელი დეგნანის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ელჩი ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე საუბრობს.

„ამერიკის ელჩის გავეცანი და სწორი აქცენტებია გაკეთებული. იმ მოწოდებებზე, რაც კეთდება დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, რომ უნდა შედგეს მოლაპარაკება, ამაზე თანახმა ვართ და არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მმართველი გუნდი მზად არის დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და კომპრომისული შეთანხმება მოხდეს, სადაც ყველა იქნება თანახმა“, - განაცხადა კალაძემ.

„მოხარული ვარ, რომ ვხედავ მხარეების - მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ნებას, დასხდნენ მაგიდასთან და იმსჯელონ თავიანთ განსხვავებულ პოზიციებზე და შეეცადონ იპოვონ გამოსავალი, რომელსაც ყველა დათანხმდება”, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „წარმატება საქართველოსთვის იქნება პოლიტიკური ლიდერების მიერ საკმარისი პოლიტიკური გამბედაობის ჩვენება იმისათვის, რომ მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას ოქტომბრის არჩევნებისთვის,რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს