ირაკლი კობახიძე - მართლმსაჯულების მემორანდუმში შეთანხმება უაღრესად ზოგადი სახისაა და ბუნებრივია, აქ ვერც სახელები და გვარები, ვერც დანაშაულის კატეგორიები ვერ დაფიქსირდება

მართლმსაჯულების მემორანდუმში შეთანხმება არის უაღრესად ზოგადი სახის, ბუნებრივია აქ ვერც სახელები და გვარები, ვერც დანაშაულის კატეგორიები ვერ დაფიქსირდება , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპზიციასა და ხელისუფლებას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება აბსოლუტურად ეთანხმება იმ სულისკვეთებას, რომ პოლიტიკური ჩარევა არც ერთი ორგანოს მუშაობაში არ უნდა იყოს.

„შეთანხმება არის მიღწეული 120/30-თან დაკავშირებით, ეს არის მოდელი, რომელზეც შედგა შეთანხმება თავისი დეტალებით და ნიუანსებით. რაც შეეხება პროცედურულ მხარეს ოთხშაბათამდე გვაქვს ვადა, რომ დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი, მანამდე მომზადდება და მოხდება მისი ინიცირება საქართველოს პარლამენტში. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, მითუმეტეს, როდესაც საუბარია, მაგალითად 48 მილიონის მოპარვაზე ამ საკითხს ჩვენ პოლიტიკურ ჭრილში ვერ განვიხილავთ, იგივე ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც იჭრებოდნენ პარლამენტის შენობაში და ცდილობდნენ ხელისუფლება შეეცვალათ ძალადობის გზით. მართლმსაჯულების მემორანდუმში შეთანხმება არის უაღრესად ზოგადი სახის, ბუნებრივია აქ ვერც სახელები და გვარები, ვერც დანაშაულის კატეგორიები ვერ დაფიქსირდება. ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ სულისკვეთებას, რომ არავითარი პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს არც ერთი ორგანოს მუშაობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

დიალოგში მონაწილე ფასილიტატორმა ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ასევე ოპოზიციისა ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია: "ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს