ღვინის ეროვნული სააგენტო - იანვარ-თებერვალში მსოფლიოს 39 ქვეყანაში 12,1 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიოს 39 ქვეყანაში 12,1 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იდენტური მაჩვენებელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 31 მლნ აშშ დოლარია, რაც 2019 წლის იანვარ-თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება.

„ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნების, ასევე იაპონიისა და კანადის მიმართულებით. სტაბილურია ასევე ბრენდისა და ჭაჭის ექსპორტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვინის ღირებულების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი აღემატება რაოდენობრივ მაჩვენებელს, რაც მიუთითებს, რომ ქართული ღვინის ფასი ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას„ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია რუსეთი - 7.585.000 ბოთლი (-13%), უკრაინა - 1.314.750 ბოთლი (+35%) პოლონეთი - 1.1103.84 ბოთლი (+77%), ჩინეთი - 562.664 ბოთლი(-6%) და ყაზახეთი - 274.068 ბოთლი (-21%).

2 თვის მონაცემებით ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროპის ქვეყნების მიმართულებით: ლატვია - 230.730 ბოთლი (+30%), გერმანია - 150.862 ბოთლი (+53%), ლიტვა - 115.992 ბოთლი (+11%), ესტონეთი - 97.326 ბოთლი (+29%), შოტლანდია - 53.124 ბოთლი (100%), დიდი ბრიტანეთი - 35.046 ბოთლი (+349%), ნიდერლანდები - 21.006 ბოთლი (2593%) და ა.შ. ასევე აღსანიშნავია იაპონია - 16.512 ბოთლი (+86%), კანადა - 40.740 ბოთლი (+5%), ბელარუსი - 146.598 ბოთლი (+82%), მოლდოვა - 32.988 ბოთლი (+16%), სამხრეთ კორეა - 26.700 ბოთლი (+100%) და სხვა.

წლის დასაწყისში ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტი 140-მა კომპანიამ განახორციელა. საანგარიშო პერიოდში 8,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4,25 მლნ ბოთლი ბრენდია ექსპორტირებული (ზრდა 1%) და 272 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 102 ათასი ბოთლი ჭაჭა (ზრდა 20%).

მთლიანობაში ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 46,8 მლნ აშშ დოლარი, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით