ლევან იოსელიანი - ხვალ ბესიკ თამლიანის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე ვიშუამდგომლებთ

10 მარტს, საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. თამლიანის ადვოკატის, ლევან იოსელიანის თქმით, ის ბესიკ თამლიანის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე იშუამდგომლებს.

„როგორც მე წინა სხდომაზე საქმის პროკურორმა განმიცხადა, ბრალდებას დარჩენილი ჰყავს რამდენიმე მოწმე, რომელთა დაკითხვაც ხვალ უნდა დასრულდეს. ეს ნიშნავს, რომ აღარ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ბესიკ თამლიანის პატიმრობაში დარჩენის. ის ვერ მოახდენს მოწმეებზე ზეწოლას, ხოლო მიმალვის ეჭვი არც არასდროს ყოფილა მის მიმართ. ამიტომ სასამართლოს ექნება ყველანაირი საფუძველი ბესიკ თამლიანს შეუცვალოს პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით, რაზეც მე ხვალ აუცილებლად ვიშუამდგომლებ. არსებითად საქმის განხილვას რაც შეეხება, ჩვენ აუცილებლად მის გამართლებას მოვითხოვთ“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

შეგახსენებთ, ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან იოსელიანი - ხვალ ბესიკ თამლიანის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე ვიშუამდგომლებთ

10 მარტს, საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. თამლიანის ადვოკატის, ლევან იოსელიანის თქმით, ის ბესიკ თამლიანის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე იშუამდგომლებს.

„როგორც მე წინა სხდომაზე საქმის პროკურორმა განმიცხადა, ბრალდებას დარჩენილი ჰყავს რამდენიმე მოწმე, რომელთა დაკითხვაც ხვალ უნდა დასრულდეს. ეს ნიშნავს, რომ აღარ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ბესიკ თამლიანის პატიმრობაში დარჩენის. ის ვერ მოახდენს მოწმეებზე ზეწოლას, ხოლო მიმალვის ეჭვი არც არასდროს ყოფილა მის მიმართ. ამიტომ სასამართლოს ექნება ყველანაირი საფუძველი ბესიკ თამლიანს შეუცვალოს პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით, რაზეც მე ხვალ აუცილებლად ვიშუამდგომლებ. არსებითად საქმის განხილვას რაც შეეხება, ჩვენ აუცილებლად მის გამართლებას მოვითხოვთ“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

შეგახსენებთ, ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია