თამარ ჩუგოშვილი - მმართველ პარტიას სხვა პასუხი ვერ ექნება - უმრავლესობა ვერ გააკეთებს განცხადებებს, რომ კონკრეტული პირი ან უნდა გამოვიდეს ციხიდან ან შევიდეს

მმართველ პარტიას სხვა პასუხი ვერ ექნება, - ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული დოკუმენტის შესახებ ხელისუფლების განცხადებებს.

მისივე თქმით, ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი ხელშეკრულების დადება საჭირო არ იქნებოდა.

„მეც ამას ვიტყოდი მათ ადგილას და ვიტყოდი, რომ კითხეთ პროკურატურას და სასამართლოს რას აპირებს. მათი პასუხი ასეთი უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია ჩვენ ნორმალური მოცემულობა არ გვაქვს, სხვა ქვეყანაში ასეთი ხელშეკრულების დადება არ იქნებოდა საჭირო. ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ეს არის საჭირო, ასე გავიხადეთ საქმე, თორემ იდეალურ შემთხვევაში ეს საკითხი არც დადგებოდა. მმართველ პარტიას სხვა პასუხი ვერ ექნება, ეგ რომ თქვან, გამოდის ამბობენ, რომ ისინი ეუბნებიან მოსამართლეებს როგორ მოიქცნენ. ამას ვერ იტყვიან“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, დიპლომატების ენას თავისი სპეციფიკა აქვს და დოკუმენტში გვარები ვერ ჩაიწერებოდა. მისივე თქმით, შეთანხმება გულისხმობს გარკვეულ ქმედებებს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასდა, თუმცა ხელისუფლება საჯაროდ ამ ნაბიჯებს ვერ გადადგამს, რადგან ის პროკურატურასა და სასამართლოში უნდა გადაიდგას.

„მთელი ამ თვეების განმავლობაში, შეხვედრებზე, რომელსაც ვესწრებოდი და თქვენ იცით, რომ მე ოფიციალურ შეხვედრებში არ ვმონაწილეობდი, ვმონაწილეობდი მხოლოდ ელჩების მიწვევით იმ შეხვედრებში, რომელსაც თვითონ მასპინძლობდნენ, იყო ორ თემაზე საუბარი და შემთხვევითი არ არის, რომ ორ დოკუმენტზე მოხდა ხელის მოწერა.

ერთი დოკუმენტი არის კონკრეტულად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული და აქ კითხვები და გაუგებრობები არ არის, იმიტომ, რომ ძალიან მკაფიოდ და ნათლად წერია ის პირობები, რაზეც შეთანხმება მოხდა. მეორე ნაწილი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმეებთან და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ნაწილია და არ არის ჩემთვის გასაკვირი, რომ გარკვეული ბუნდოვანება გამოიწვია.

კონკრეტული გვარების ჩაწერა ვერ მოხდებოდა ასეთი ტიპის დოკუმენტში, ეს არის გამორიცხული. დიპლომატიური ენა თავისი სპეციფიკით ხასიათდება. ასევე, მე არ მიკვირს, როცა ვუსმენ უმრავლესობის განცხადებებს, იმიტომ, რომ ჩემთვის ესეც გასაგებია, უმრავლესობის წევრები, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები, რა თქმა უნდა, ვერ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც გულისხმობს, რომ კონკრეტული პირი ან უნდა გამოვიდეს ციხიდან ან შევიდეს.

არის ძალიან მოკლე ჩანაწერი, რომელსაც ყველამ მოვაწერეთ ხელი, რომელიც გულისხმიბს შემდეგს: რომ გადადგმული უნდა იქნას ნაბიჯები, უნდა განხორციელდეს კონკრეტული ქმედებები, იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც ხორციელდება მართლმსაჯულება და რომლებიც ჩრდილს აყენებს მთელ ამ საარჩევნო პროცესს. ცოტა რომ დავუმატო და გითხრათ, ანუ იმ საქმეებთან დაკავშირებით რომელიც შეფასდა ან როგორც პოლიტიკური სარჩულის მქონე, ან რომელმაც განსაკუთრებული დაძაბულობა შემოიტანა საარჩევნო თემასთან დაკავშირებულ პროცესებში, გარკვეული ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული. ეს ნაბიჯები ვერ იქნება საჯაროდ გადადგმული პარლამენტიდან და პარტიიდან, ის უნდა გადადგას პროკურატურამ, სასამართლომ და ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა. მე ველოდები, რომ ასეთი ქმედებები საქმეში უნდა დავინახოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა